თეგი: საბაგირო

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც მოქალაქეები მთიდან ჩამოჰყავთ. ძაბვის ვარდნის გამო, კომპანიის ინფორმაციით, დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შექმნიათ. მათივე ცნობით, მთიდან დაახლოებით 50-მდე დამსვენებელს ჩამოიყვანენ. „ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომლებიც ახორციელებენ დამსვენებლების ჩამოყვანას მთიდან. საგანგაშო და საშიში არაფერი არ ხდება. რასაკვირველია, ყველა უვნებელია და ძალიან მალე აღმოიფხვრება პრობლემა“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა, თამთა იაშაღაშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში სამაშველო ოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია ინფორმაცია წარმატებით დასრულდა. "ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო, საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან", - იტყობინება მთის კურორტების განვითარების კომპანია. ამავე თემაზე ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლითაც საათში 1 800 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის. „გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სიტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგიროში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ჯგუფი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა 274 მ (900 ფუტი) სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მედიასაშუალება Dawn.com იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მისვლამდე სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში იყო ადგილზე.  სამაშველო მისიას ძლიერი ქარი ართულებს. განახლება: ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ. ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება.  

პაკისტანში საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გადაარჩინეს

BBC-ს ცნობით, პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან რვავე ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამაშველო გუნდი შეაქო. „ჩინებული გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს ჰაკ კაკარი Twitter-ზე. პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს