პაკისტანში საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გადაარჩინეს

BBC-ს ცნობით, პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან რვავე ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამაშველო გუნდი შეაქო.

„ჩინებული გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს ჰაკ კაკარი Twitter-ზე.