პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგიროში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ჯგუფი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა 274 მ (900 ფუტი) სიმაღლეზე გაჩერდა.


ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მედიასაშუალება Dawn.com იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მისვლამდე სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში იყო ადგილზე. 

სამაშველო მისიას ძლიერი ქარი ართულებს.

განახლება: ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს.

მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ.

ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება.