თეგი: საქართველი

საქართველოს დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.  

აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია დენვერს ეწვია

ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის დახმარებით, ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით კოლორადოს შტატში დენვერს ეწვია. სასწავლო ვიზიტი ჩატარდა 18-22 ივლისს. ვიზიტის თემას კიბერ-დანაშაულის გამოძიება, დევნა, და ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობა წარმოადგენდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემატიკაზე, და მასში მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა, გამომძიებლებმა და სამართლებრივმა მრჩევლებმა. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ციფრული პროკურორი“-https://ndaa.org/, რომელზეც ამერიკის სხვადასხვა შტატიდან წარმოდგენილმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს: შტატის პროკურატურის ოფისს დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს; დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქალაქ ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ბოლდერის პროკურატურას, და მის ხელმძღვანელს, მაიკლ დოგერთის. შეხვედრებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის სამმართველოსთვის საინტერესო ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.  

ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი: საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითადად უარს ეუბნებიან

ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს "ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე," - განაცხადა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა.  

ილია დარჩიაშვილი: გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება "ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა