ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
"ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.