თეგი: სევასტოპოლი

უკრაინული მედია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება

უკრაინული მედია იტყობინება ორი აფეთქება სევასტოპოლში დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. 23 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქის თავზე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სხვა დეტალებზე ჯერ მედია არ წერს.  

დრონების თავდასხმა რუსულ ხომალდებზე: პირველი სატელიტური ფოტოები გავრცელდა

OSINT-ის ანალიტიკოსმა ბენჯამინ პიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სევასტოპოლის ყურის პირველი სატელიტური სურათები, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული. ფოტოები პირველ ნოემბერს არის გადაღებული (5:35 - 11:06). ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ცენტრი იტყობინება. „შესაძლოა, ფოტოზე დაფიქსირდა ფრეგატის მოძრაობა. დრონის თავდასხმის სავარაუდო ხასიათი და ზიანი ფოტოზე ვერ დგინდება", - აღნიშნეს სამხედრო ცენტრში. 29 ოქტომბერს, რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, თავს დაესხა რუსულ გემებს სევასტოპოლის ყურეში. სატელიტმა ზღვაში ბუქსურებული (Admiral Grihorovich) ხომალდი აღბეჭდა. ხუთი საათის შემდეგ, გემი სევასტოპოლში, სტრელცკის ყურეში მდებარე კედელთან აღმოჩნდა. რუსეთი მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.

უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზაზე თავდასხმაზე: ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადების ელემენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის მზადების ელემენტია. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა  გააკთეა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. ნავთობის საწყობში ხანძარი სევასტოპოლში 29 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა. რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა და ერთი მათგანი ჩამოაგდეს.