OSINT-ის ანალიტიკოსმა ბენჯამინ პიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სევასტოპოლის ყურის პირველი სატელიტური სურათები, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.
- ფოტოები პირველ ნოემბერს არის გადაღებული (5:35 - 11:06).
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ცენტრი იტყობინება.
„შესაძლოა, ფოტოზე დაფიქსირდა ფრეგატის მოძრაობა. დრონის თავდასხმის სავარაუდო ხასიათი და ზიანი ფოტოზე ვერ დგინდება", - აღნიშნეს სამხედრო ცენტრში.
29 ოქტომბერს, რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, თავს დაესხა რუსულ გემებს სევასტოპოლის ყურეში.
სატელიტმა ზღვაში ბუქსურებული (Admiral Grihorovich) ხომალდი აღბეჭდა. ხუთი საათის შემდეგ, გემი სევასტოპოლში, სტრელცკის ყურეში მდებარე კედელთან აღმოჩნდა.
რუსეთი მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.