უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზაზე თავდასხმაზე: ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადების ელემენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის მზადების ელემენტია. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა  გააკთეა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

ნავთობის საწყობში ხანძარი სევასტოპოლში 29 აპრილს გაჩნდა.

დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა.

რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა და ერთი მათგანი ჩამოაგდეს.