თეგი: ტელევიზია

ხერსონის ოლქში, უკრაინულმა ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

ხერსონის ოლქში უკრაინის ციფრული არხების ტრანსლირება განახლდა. CNN: უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ რა ვითარებაა ხერსონში მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ, Telegram-ზე განაცხადა. „თქვენ ააფეთქეთ ჩვენი სატელევიზიო ანტენები ხერსონსა და რეგიონში? ჩვენ უკვე ჩავრთეთ უკრაინული ტელევიზია ხერსონის რეგიონში", - წერს ტიმოშენკო. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს მისი თქმით, უკრაინული არხების სიგნალი უკვე ციფრული ტელევიზიის T2 ქსელშია. ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვიბრუნებთ ხერსონს  

საფრანგეთში რუსული პროპაგანდული RT France-ის საბანკო ანგარიშები დაბლოკეს

საფრანგეთმა რუსული პროპაგანდისტული არხის RT France-ის საბანკო ანგარიშები (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში) დაბლოკა.  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საპასუხო ზომების“ მიღება დაიწყო.  რუსული მედიის ცნობით, ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფედოროვამ ანგარიშებზე წვდომის დახურვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს RT France-ის შემდგომ მუშაობას. „RT France, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ საქმიანობა შეაჩერა.  არხის თანამშრომლები შიშობენ, რომ RT France-ის პროპაგანდისტული სტატუსის გამო ახალ სამუშაოს ვერ იპოვიან. საფრანგეთის გადაწყვეტილებას რუსეთმა მუქარით უპასუხა. რუსი დიპლომატების თქმით, ფედერაციის ტერიტორიაზე ფრანგული მედიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება, რასაც ისინი „დაიმახსოვრებენ“.