ხერსონის ოლქში, უკრაინულმა ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

ხერსონის ოლქში უკრაინის ციფრული არხების ტრანსლირება განახლდა.

ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ, Telegram-ზე განაცხადა.

„თქვენ ააფეთქეთ ჩვენი სატელევიზიო ანტენები ხერსონსა და რეგიონში? ჩვენ უკვე ჩავრთეთ უკრაინული ტელევიზია ხერსონის რეგიონში", - წერს ტიმოშენკო.

მისი თქმით, უკრაინული არხების სიგნალი უკვე ციფრული ტელევიზიის T2 ქსელშია.