თეგი: ტერმინალი

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და  კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.  ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.  

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა.  „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის აღმოსავლეთ ნაწილში ნავმისადგომის შექმნას. ლუბმინის მახლობლად დამაგრებული დიდი ტანკერებიდან, თხევადი გაზი პორტს პატარა გემებით მიეწოდება, შემდეგ კი გაზის ქსელში გადანაწილდება. 2022 წლის პირველი დეკემბრიდან, ტერმინალიდან გერმანიის გაზის ქსელი 4,5 კუბური მეტრი თხევადი გაზით უნდა შეივსოს, აცხადებენ კომპანიაში.  ლუბმინი, ერთ-ერთი ადგილია, სადაც თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც რუსული გაზი უნდა ჩანაცვლდეს. ამ დროისთვის, რუსული გაზის მიწოდება შეჩერებულია.  საგულისხმოა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ლუბმინამდეა გადაჭიმული.   

გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება

მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream 1-ის მიწოდების მესამედი”, - თქვა ჰაბეკმა. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა როგორც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ წელს შეძლებს Nord Stream 1-ის მიწოდების დანარჩენი ორი მესამედის LNG-ით ჩაანაცვლებას. „ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისის გადატანის შანსი“, - აღნიშნა მინისტრმა.