მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება.
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. .
„ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream 1-ის მიწოდების მესამედი”, - თქვა ჰაბეკმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ წელს შეძლებს Nord Stream 1-ის მიწოდების დანარჩენი ორი მესამედის LNG-ით ჩაანაცვლებას. „ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისის გადატანის შანსი“, - აღნიშნა მინისტრმა.