თეგი: ტყიბული

ტყიბულის შახტში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტში აფეთქებასთან დაკავშირებით: კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა

შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შპს "საქნახშირის" ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე. ამასთან აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება. შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთვნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს. კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე აფეთქება 30 იანვარს მოხდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ Europetime-ს ადგილობრივმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მეორე სასიკვდილოდ დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.  

პოლიციამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსხნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. თავის მხრივ, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება. გამოძიების ცნობით, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა