ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ Europetime-ს ადგილობრივმა დაუდასტურა.
როგორც ცნობილია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მეორე სასიკვდილოდ დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.