ტყიბულის შახტში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.