თეგი: ქაბული

ქაბულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

"დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა" ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „სამი აფეთქება მოხდა საჯარო სკოლაში, არის მსხვერპლი ჩვენს შიიტ მოსახლეობაში“, – აღნიშნა ქაბულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და დაიჭრა 14.  

ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.   

მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი

რუსული მედიის ცნობით, 5 სექტემბერს, დილით, ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროს შენობის წინ ვიზების ასაღებად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.  „რია ნოვოსტის“ წყარო იუწყება, რომ აფეთქების მომენტში რუსი დიპლომატი ქუჩაში გამოვიდა და ვიზის მსურველების ვინაობა დაასახელა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ან დაშავდა 15-დან 20-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ აფეთქებისას სულ მცირე ორი რუსი დიპლომატია დაღუპული.   

Reuters: ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

5 სექტემბერს ქაბულში, რუსეთის სალჩოსთან მომხდარ აფეთექებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters წერს.  მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში „თავშეყრის ადგილზე თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა. რომელსაც საელჩოს რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ". ქაბულში ტერაქტს, რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.