მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი

რუსული მედიის ცნობით, 5 სექტემბერს, დილით, ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროს შენობის წინ ვიზების ასაღებად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი. 

„რია ნოვოსტის“ წყარო იუწყება, რომ აფეთქების მომენტში რუსი დიპლომატი ქუჩაში გამოვიდა და ვიზის მსურველების ვინაობა დაასახელა.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ან დაშავდა 15-დან 20-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ აფეთქებისას სულ მცირე ორი რუსი დიპლომატია დაღუპული.