თეგი: ქალი

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ავტობუსში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, კაცმა ცოლს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი და პიანისტი მარინა გაბუნია, რომელიც წლებია ჯულიარდის სკოლაში ასწავლიდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ Nbcnewyork წერს.  გამოცემის ცნობით, ერთი კვირის წინ მას შვილი დაეღუპა ავარიაში, მისი ძაღლი კი სახლში გადმოიყვანა.  პოლიციის ინფორმაციით, პიტბულის თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ცხედარი, ქმარმა სახლის ეზოში აღმოაჩინა. კაცმა პოლიცია გამოძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველმა პიტბულს იარაღიდან მას შემდეგ ესროლა, რაც ძაღლმა მასზე თავდასხმა სცადა. პოლიციის ოფიცერი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.   

ქალი, რომელიც თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა

ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა. ამის შესახებ Europetime-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, იდენტიფიცირებულია თუ არა დაღუპულის ვინაობა.  

თერჯოლაში, სუპერმარკეტში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.  შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს  

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.