ქალი, რომელიც თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა

ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა. ამის შესახებ Europetime-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.

ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, იდენტიფიცირებულია თუ არა დაღუპულის ვინაობა.