თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო.
რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს