თეგი: ქვეყანა

შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა

Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ შრი-ლანკა გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. გამოცემა ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რაჯაპაქსა მალდივებზე გაფრინდა.  გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. ამის შესახებ ოთხი დღის წინ შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰინდა იაპა აბეივარდენამ განაცხადა. CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს „ვარაუდობენ, რომ რაჯაპაქსა გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე გაფრინდა, რათა თავიდან აიცილოს დაკავება, - წერს Al Jazeera. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.  

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, მოსკოვმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს, ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.  ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევს, 27 იანვარს, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაჩია რუტკა სამინისტროში დაიბარეს. მასთან „მტკიცედ გააპროტესტეს" ლატვიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება რუსეთ-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ. ამ კვირის დასაწყისში რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის კიდევ ერთი დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა 23 იანვარს რუსეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ესტონეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირების შესახებ დროებითი რწმუნებულისთვის და ესტონეთის ელჩს დაევალა 7 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის მოთხოვნაზე ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, ამას „საპასუხო ღონისძიება" უწოდა.  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადაწყვიტა, დაეწია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ელჩის მოვალეობის შემსრულებლამდე. ეს გადაწყვეტილება 24 თებერვალს უნდა ამოქმედდეს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „არ დაელოდოს ელჩების მისიის დასრულების თარიღს, რომელიც რიგამ დაადგინა".