Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ შრი-ლანკა გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. გამოცემა ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რაჯაპაქსა მალდივებზე გაფრინდა.
გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. ამის შესახებ ოთხი დღის წინ შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰინდა იაპა აბეივარდენამ განაცხადა.
„ვარაუდობენ, რომ რაჯაპაქსა გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე გაფრინდა, რათა თავიდან აიცილოს დაკავება, - წერს Al Jazeera.
9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა.
მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.