თეგი: ყაჩაღობა

სუპერმარკეტ „ლიბრეს” დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა სუპერმარკეტ „ლიბრეს“ დაყაჩღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, არასრულწლოვნებმა ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე „სპარისა“ და „ლიბრეს“ მაღაზია ორმა არასრულწოვანმა დააყაჩაღა. როგორც ცნობილია, არასრულწოლოვნები სუპერმარკეტებში თანხის, სასმელისა და სიგარეტის წაღების მიზნით შევიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 177-ე [ქურდობა] და 179-ე [ყაჩაღობა] მიმდინარეობს.  

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს მოხდარის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.  

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. ბრალდების მხარის თქმით, კი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. ცნობისთვის, გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.