ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

ბრალდების მხარის თქმით, კი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

ცნობისთვის, გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.