სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს მოხდარის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.