თეგი: შეტაკება

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა ქვეყნების უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან შეტაკებები, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ოფიციალური ცნობით, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირია. მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით ადამიანი შეეწირა. შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე დამატებით ძალებს და შეიარაღებას გაიყვანს, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს. დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი, რომელიც დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს.

იერუსალიმში, ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 კი დაშავდა

იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე,“ ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 დაშავდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ გაფანტა ისინი პოლიციამ ცრემლმდენი გაზის, დამაბრმავებელი ყუმბარების და ხელკეტების გამოყენებით. ამასთან, შეტაკების შედეგად სამი ისრაელელი პოლიციელიც დაშავდა.  ცნობისთვის, მასობრივი არეულობა დილის ლოცვის დროს დაიწყო. ისრაელის მედიის თანახმად, ასეულობით არაბული წარმოშობის პირმა პალესტინელთა ავტონომიის და ჰამასის დროშებით, იერუსალიმის ქუჩებში გაიარა, შემდეგ კი ქვები დაუშინეს მლოცველებს, რომლებიც ებრაელთა წმინდა ადგილას, „გოდების კედელთან“ ლოცულობდნენ.

იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. "პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ასობით პალესტინელმა ქვებისა და შაშხანების სროლა დაიწყო და დასავლეთის კედელს მიუახლოვდნენ, სადაც იმ დროს ებრაელების ღვთისმსახურება მიმდინარეობდა", - ვკითხულობთ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ტაჯიკეთში საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 16 მაისს, გორნო-ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა რეგიონის დედაქალაქ ხოროგში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლქის მესვეურებმა უარი განაცხადეს, განეხილათ რეგიონის ხელმძღვანელის, ალიშერ მირზონაბოტის, ხოროგის მერის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომის მოთხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, რომ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს მოხდა, როცა უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული შეტევა მოიგერიეს და დემონსტრანტები რეგიონული ადმინისტრაციის შენობებისკენ გადაადგილდებოდნენ. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზამირ ნაზრიშოევი სხვა გარემოებებში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებისას, 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.  ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას, შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მათ შორის არიან რევოლუციური გვარდიის მეთაურები. ქვეყნის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ქალაქ ზაჰედანში, პოლიციის ბაზაზე, თავდასხმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. უცნობია, არის თუ არა კავშირი ირანის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებთან. ამასთან, ჯერჯერობით, უცნობია თავდამსხმელთა მოტივი და ვინაობა.