ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა ქვეყნების უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან შეტაკებები, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ოფიციალური ცნობით, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირია. მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით ადამიანი შეეწირა.
შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე დამატებით ძალებს და შეიარაღებას გაიყვანს, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს.
დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი, რომელიც დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს.