თეგი: ჩოხატაური

ჩოხატაურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა. როგორც ცნობულია, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა. „ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან“, – განაცხადა დავით შარაშიძემ. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა  

სატყეო სააგენტო: ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - დაკავებულია ოთხი პირი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა. შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოაშალა. ამის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.