ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოაშალა. ამის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.