ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა.
როგორც ცნობულია, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა.
„ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.
ასევე წაიკითხეთ: