თეგი: ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა დანით ბეჭის არეში აქვს მიყენებული. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც Europetime-ს კლინიკის წარმომადგენელმა განუხადა, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ხელვაჩაურში ძმის მკლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა.  

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწოვანია

28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის, მათ შორის, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.