28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის, მათ შორის, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.