ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა დანით ბეჭის არეში აქვს მიყენებული. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც Europetime-ს კლინიკის წარმომადგენელმა განუხადა, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.