თეგი: „რეფერენდუმი“

უკრაინის საგარეო უწყება ე.წ. რეფერენდუმებზე: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ვერ შეცვლიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა რუსეთის მარიონეტული ძალების განზრახვაზე, ჩაატარონ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდმები“ მათი რუსეთთან მიერთების შესახებ. „უკრაინა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე რუსეთის ფედერაციის განზრახვებს ყურადღებით აკვირდება. ასეთ ყალბ პლებისციტებს არ მოჰყვება იურიდიულ შედეგები. ისინი ვერ შეცვლიან უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებენ მათ“, - აცხადებენ უკრაინია საგარეო სამინისტროში. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა  გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.

იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა  გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.

უილიამ კორტნი: კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან. დასავლეთი ასე არ ფიქრობს

„კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან, რადგან ეს რუსულ ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. დასავლეთი ასე არ ფიქრობს“, - ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს. მისი თქმით, პირიქით, საკმაოდ ხაზგასმით კეთდება აქცენტი, რომ რუსეთის ტერიტორია ერთია, და მიტაცებული ტერიტორიები, ყირიმის ჩათვლით, მეორე. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს პუტინი ამ ნაბიჯითაც დიდ რისკზე მიდის, რადგან აქაც შეიძლება, სირცხვილი ჭამოს: ჩაატარებს რეფერენდუმს, ვთქვათ, ხერსონში და რამდენიმე დღეში ამ ტერიტორიას უკრაინელები დაიბრუნებენ და ყირიმზე იერიშისთვის გაემზადებიან. ეს კიდევ უფრო დამამცირებელი იქნებოდა რუსეთისთვის, და არც ისე დიდია იმის შანსი, რომ რუსული ჯარი შეძლებს ამ სცენარის რეალობად ქცევას ხელი შეუშალოს“, - აცხადებს უილიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ „რეფერენდუმები“ დასრულდა. „მოგესალმებით სახლში - რუსეთში“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მედვედევმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.