NATO-ს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულინფორმაციაში ასახულია ის განსახილველი საკითხები, რომლებზეც NATO-ს სამიტზს იქნება საუბარი.
კერძოდ, NATO-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავი საქართველოს და უკრაინას ეთმობა და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.
„როდესაც საქმე საერთაშორისო წესრიგის დაცვას ეხება, ქვეყნები, როგორიც არიან რუსეთი და ჩინეთი, არ იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს. ისინი ამ წესრიგის მიმართ წინააღმდეგობის პირველ ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ღირებულებებსა და ცხოვრების დემოკრატიულ გზაზე. ევროატლანტიკური სივრცის დაცვის უზრუნველყოფისა და მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში NATO-მ მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით და ჩამოყალიბებით. ეს მოიცავს საერთო ღირებულებებისა და ინტერესების ერთხმად დაცვას. NATO 2030-ის ფარგლებში, მოკავშირეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს NATO-სთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.
ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.