NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ „ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები.

ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება NATO-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.