"ტვპირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას "ტვპირველი" ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს ექსპერტიზა. ოპერატორი რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს. Europetime "ნიუ ჰოსპიტალსთან" დაკავშირებას ცდილობს. ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი ადამიანი თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
გამოძიების ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსო ლაშქარავას ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მირანდა ბაღათურია ჰყვება, რომ მის ოპერატორს უმოწყალოდ სცემეს.Europetime გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.