ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
როგორც Europetime-ს საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის პრეზიდენტი 27 ივლისს კახა კუჭავას შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და რიკ დაემსი ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს ერთობლივად შეხვდება.
,,გიდასტურებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება 27 ივლისს. ჯერ იქნება ორმხრივი შეხვედრა და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სადაც უმრავლესობისა და ოპოზიცის წევრებიც იქნებიან", - განაცხადეს პარლამენტში.