აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. სპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას ეხება, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეზეც არის საუბარი.
“პარტია „ქართული ოცნების“ გამოსვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის, საჭირო რეფორმების გატარებით, ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთად მუშაობისკენ, რათა წინ წავიდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.