"ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეფერენდუმის შემდეგ არსებული პარლამენტი დაიშლება, თუმცა მანამდე, მისი პარტიის სხვა წევრები პარლამენტში დარჩებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოში "ცალკეული ტექნიკური საკითხი ბოლომდე მიიყვანონ".
"ორ თვეში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს რეფერნდუმში და ეს რეჟიმი დათმობს ძალაუფლებას" - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
მმართველი პარტიის განცხადების გამო, პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.