აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია.
ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაიქცა.
ინციდენტის ადგილზე 50-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.