ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა

უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.