ყირიმის პლატფორმის სამიტი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის ახალ გვერდს ხსნის, რათა ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მშვიდობიანი გზა იპოვოს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„ახლანდელ ვითარებაში, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს. სამწუხაროდ, საერთაშორისო სისტემა, მათ შორის გაეროს მექანიზმი, არ არის კარგად ჩამოყალიბებული მის მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, დიპლომატიური გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა და ეს მოითხოვს ეფექტურ კოორდინაციას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს სამიტია მნიშვნელოვანი სტარტია საერთო ძალისხმევის კოორდინირებისთვის მშვიდობიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტილების მისაღწევად.
„ყირიმი უკრაინაა ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მან გამოთქვა იმედი, რომ ყირიმის სამიტის პლატფორმა „გახდება ეფექტიანი ფორუმი საერთო ერთგულების და სოლიდარობის საჩვენებლად".
„ყირიმის პლატფორმა არ ეხება მხოლოდ ტერიტორიას, ის ასევე ეხება ადამიანებს. მე ვიცი, რომ ყირიმელი თათრების თემები ცხოვრობენ თქვენს ქვეყნებში. თურქეთში ასევე ცხოვრობს ასეთი მილიონობით მოქალაქე," - დაამატა თურქმა მინისტრმა.
ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც ძლიერია.