თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.