თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიიდან და ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ისურვებდა. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ამერიკულ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვისურვებდი, რომ ისინი გავიდნენ სირიიდან და ერაყიდან ისევე, როგორც ავღანეთიდან გავიდნენ. რადგან თუ ჩვენ ვაპირებთ მშვიდობის უზრუნველყოფას მთელ მსოფლიოში, აზრი აღარ აქვს მსოფლიოს ასეთ ნაწილებში დარჩენას. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავტოვოთ ის ხალხი, დავტოვოთ ეს ადმინისტრაციები, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ჩვენ არასოდეს დავრჩებით იქ, სადაც არ გვსურს. ჩვენ არასოდეს ვიქნებით იქ, სადაც არ გვიღებენ. სირიაში, ჩვენ ამჟამად ვაშენებთ 100 000 ერთეულ აგურის სახლს. ხალხი და ოჯახები გადაასახლეს და გააძევეს სამშობლოდან და ჩვენ მათთვის სახლებს ვაშენებთ. მაინტერესებს რას აკეთებენ სხვა ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა“, - განაცხადა ერდოღანმა.