კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა

კოსოვომ ორი რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას", განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მცდელობაში დაადანაშაულა. იტყობინება Euronews-ი.

ვიოსა ოსმანიმ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაცხადოს კოსოვოში რუსეთის ფედერაციის სამეკავშირეო ოფისის ორი თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“.

მან გადაწყვეტილება დაუკავშირა სავარაუდო „მავნე საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და კოსოვოს კონსტიტუციურ წესრიგს“. ოსმანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.