ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა მსოფლიოს უდიდესი აისბერგის ფოტოები მოიპოვა

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მსოფლიოს უდიდესი აისბერგის ფოტოები მოიპოვა.

ამის შესახებ BBC იტყობინება. კადრებზე ჩანს, რამდენიმე ბზარი და დიდი რაოდენობით ნაპრალი, ასევე რამდენიმე კადრში ჩანს წყალგამყოფ ხაზთან არსებული გვირაბიც. ბრიტანული სამეფო საჰაერო ძალები, ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად გაიგზავნა.

საჰაერო ძალების გაგზავნამდე, სატელიტის კადრებმა აჩვენა, რომ აისბერგის კიდეები სწრაფი ტემპით დნებოდა.