"ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რითაც ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლას გამოეხმაურა.
„ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. ეს გიგანტური საკითხია, მათ კი ამას უბრალოდ გვერდით ჩაუარეს. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.