საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის შესაძლო ნაბიჯებზე: ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები

საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს რეფორმის აუცილებლობასა და იმ ნაბიჯებზე ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას.

ნიკა სიმონიშვილმა ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქ დისკუსია არ ყოფილა, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს რეფორმა, ეს პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი და კითხვა არ დასმულა, გვჭირდება თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმა.

„ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა განხორციელდეს. ერთი არის სამართლებრივი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას აქვს გადასადგმელი და ის რეფორმა, რომელიც განსახორციელებელი აქვს სახელმწიფოს და მეორეა, პოლიტიკური ნება, რომელიც პირდაპირ შეგვიძლა ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, არც ექნება ამის სურვილი, რომ რამე შეცვალოს იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს სასურველი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, ნიკა სიმონიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სისტემაში და ეს შეიძლება, გარკვეული სიგნალი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ რაღაც წესრიგში არ არის და ცვლილებები განსახორციელებელია.

ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით