"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე - ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა", - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად.
ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შიმშილობს, ამოწურულია. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშრებით გლდანის #18 დაწესებულებაში.
ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც.
ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე დაგვევალა ჩვენ, რომ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.
სასამართლო ასევე ახსენებს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, - განაცხადცა ნიკა გვარამიამ.